კლუბის წესდება
წესდება
1.ზოგადი დებულებები
მუხლი 1. კლუბის სტატუსი
1 . სსიპ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის ინგლისური ენის კლუბი ,,English Club“.
არის სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბებული ორგანიზაცია,
რომლის შემადგენლობაში
მოსწავლეებთან ერთად შედიან მშობლები, პედაგოგები და სოფლის ნებისმიერი მცხოვრები.
ინგლისური ენის კლუბის წევრი შეიძლება გახდეს საჯარო სკოლის I-XII კლასის ნებისმიერი მოსწავლე, სკოლის
ნებისმიერი მასწავლებელი, მოსწავლეთა მშობელი ან სოფლის მცხოვრები, ვისაც აინტერესებს
ინგლისური ენის შესწავლა ან ცოდნის გაღრმავება. დაინტერესებული პირი უნდა გაეცნოს წესდებასა და სამოქმედო გეგმას, მონაწილეობა მიიღოს კლუბის საქმიანობაში.
2. კლუბი მუშაობას წარმართავს ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით.
3. კლუბი იქმნება სკოლის სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის კონტროლს ახორციელებს დირექცია და სამეურვეო საბჭო, განათლების სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
4. კლუბს აქვს წესდება, ლოგო, სლოგანი, ვებ–გვერდი ან გვერდი სოციალურ ქსელში.
მუხლი 2. მიზნები, ფუნქციები , საქმიანობა
კლუბის მიზანია:
ინგლისური ენის პოპულარიზაცია;
წიგნიერების განვითარება;
მოსმენის, საუბრის, წერის უნარების განვითარება;
2. კლუბის წევრთა უფლება–მოვალეობანი
კლუბის წევრ მოსწავლეთა უფლებები განისაზღვრება „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით. მათ თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად უფლება აქვთ გაასაჩივრონ სკოლის ან მასწავლებლის არასწორი ქმედებები.
სკოლა ვალდებულია მომჩივანს მისცეს საჩივრის განხილვის საშუალება.
კლუბის წევრს ევალება: იყოს კორექტული, ორგანიზებული,
პატივი სცეს სხვის ნააზრევს. შეასრულოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები.
3. კლუბის სტრუქტურა
კლუბის სტრუქტურა: კურატორი მასწავლებელი, დამხმარე მასწავლებელი, უცხოელი მასწავლებელი.
კლუბის კურატორი მასწავლებელი
არის სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი, რომელიც თანამშრომლობს სხვა პედაგოგებთან ერთად, ხელმძღვანელობს კლუბის მუშაობას, ერთვება მის საქმიანობაში სხვადასხვა ეტაპზე.
დამხმარე მშობელთა ჯგუფი
ერთი წლის განმავლობაში, ეხმარება
საჭიროებისამებრ კურატორ მასწავლებელს საკლუბო მუშაობის წარმმართვაში.
დამხმარე მშობელთა ჯგუფის წარმომადგენელთა შვილები კლუბის აქტიური წევრები არიან.
კლუბის კურატორი მასწავლებლის ფუნქციები:
წლის განმავლობაში წარმართავს საკლუბო მუშაობას;
სკოლის ვებ– გვერდზე/სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე/პირად ბლოგზე განათავსებს შემდეგ ინფორმაციას:
·
კლუბის სახელწოდება და შესაბამისი ატრიბუტიკა;
·
კლუბის წესდება;
·
კლუბის სამუშაო გეგმა;
·
განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის
საკლუბო მუშაობის პერიოდში:
სკოლის ვებ–გვერდზე ან სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე ან პერსონალურ გვერდზე ეტაპობრივად ატვირთავს საკლუბო აქტივობების ამსახველ ფოტო ან ვიდეომასალას.
საკლუბო მუშაობის დასრულებისას:
წარმოადგენს
რეფლექსიას საკლუბო მუშაობაზე:
ა) მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა;
ბ) რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად;
რომელი ვერ განხორციელდა და რატომ;
გ) რომელ კომპონენტში იყო საკლუბო მუშაობა ყველაზე წარმატებული და რატომ;
დ) რა სარგებელი მიიღეს კლუბში გაწევრიანებულმა მოსწავლეებმა;
ე) რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ;
ვ) მოხდა თუ არა მუშაობის პროცესში აქტივობების დამატება და ან მოდიფიცირება და რატომ;
ზ) რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავსი საქმიანობის განხორციელებისას.
4. კლუბში გაწევრიანება
1. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
2. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს I-XII კლასის მოსწავლე, მოსწავლის მშობელი ან პედაგოგი, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს;
3. კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობითი განცხადებით.
5. კლუბის მუშაობა
კლუბი იკრიბება კვირაში ერთხელ, გარდა არდადეგების პერიოდისა.
Comments
Post a Comment