კონფერენცია-ფესტივალი
ლეხაინდრაოს საჯარო სკოლამ ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში კონფერენცია-ფესტივალს უმასპინძლა. პროექტის ორგანიზატორი იყო პედაგოგი მარიკა ჩხაპელია.
ზემოთ ხსენებულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ ლეხაინდრაოს,ქვედა ნაგვაზაოსა და ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები.
ჟიურის წევრებად მოწვეულნი იყვნენ მარტვილის რესურსცენტრის უფროსი პაშა გულორდავა,რესურსცენტრის სპეციალისტი ბუთხუზ წულაია,ქვედა ნაგვაზაოს სკოლის დირექტორი რომანოზ ქიქავა,ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის დირექტორი მაია გაწერელია და მისი მოადგილე ზოია ფიჩხაია.
ყველა მონაწილე მოსწავლე და მასწავლებელი დაჯილდოვდა სერტიფიკატებით.
ასევე გამოვლინდა საუკეთესო პრეზენტაციები და პრეზენტატორები.
.
Comments
Post a Comment