Posts

Showing posts from 2025

სერთიფიკატები

  https://drive.google.com/drive/folders/1DWFWSeNMUsIVmvjLJAZ4ETo9-abP6YhB?usp=drive_link

The eTwinning Project "Robin Hood and Modern Heroes"

  The eTwinning Project "Robin Hood and Modern Heroes" Has Started Our eTwinning project titled Robin Hood and Modern Heroes (Robin Hood vie Modern Kahramanlar), co-founded by our English teacher Saliha Elif AKCA and involving our Chemistry teacher Melike İrem ARSLAN, has officially begun. The project includes 1 teacher from Germany, 2 from Italy, 1 from Georgia, 1 from Greece, and 5 from Turkey. A total of 75 students are participating in the project

კონფერენცია-ფესტივალი

Image
    ლეხაინდრაოს საჯარო სკოლამ ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში კონფერენცია-ფესტივალს უმასპინძლა. პროექტის ორგანიზატორი იყო პედაგოგი მარიკა ჩხაპელია. კონფერენცია მიეძღვნა დიდი ბრიტანეთისაა და ამერიკის შეერთებული შტატების თემატიკას. ზემოთ ხსენებულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ ლეხაინდრაოს,ქვედა ნაგვაზაოსა და ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები. ჟიურის წევრებად მოწვეულნი იყვნენ მარტვილის რესურსცენტრის უფროსი პაშა გულორდავა,რესურსცენტრის სპეციალისტი ბუთხუზ წულაია,ქვედა ნაგვაზაოს სკოლის დირექტორი რომანოზ ქიქავა,ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის დირექტორი მაია გაწერელია და მისი მოადგილე ზოია ფიჩხაია. ყველა მონაწილე მოსწავლე და მასწავლებელი დაჯილდოვდა სერტიფიკატებით. ასევე გამოვლინდა საუკეთესო პრეზენტაციები და პრეზენტატორები. .

ღია გაკვეთილი თემაზე „The fox and hedgehog“ (იგავი)

Image
  გაკვეთილის თემა : „The fox and hedgehog“ (იგავი) კლასი-3 მასწავლებელი - მარიკა ჩხაპელია მე-3 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი , რომლის მიზანი იყო ზედსართავი სახელების შესწავლა და პერსონაჟების დახასიათება ( hard working, buzy, lazy, hungry, freezing, helpful). ვენის დიაგრამის გამოყენებით მსგავსება / განსხვავებების პოვნა და პრეზენტაცია. გაკვეთილის თემა და მიზანი შეესაბამებოდა ეროვნულ სასწავლო გეგმას: აღნიშნული გაკვეთილი დაიგეგმა სახელმძღვანელოში New building blocks 3 ( ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) მოცემული მასალის მიხედვით ( Unit 6) და შეესაბამება პროგრამულ მასალას და სასწავლო მიზანს. მოსწავლებმა იმუშავეს ჯგუფურად და ხალისით ჩაერთვნენ აქტივობებში. ეს აქტივობები მოსწავლეებს დაეხმარება კრიტიკული და არგუმენტირებული აზროვნების განვითარებაში, მსგავსება / განსხვავების პოვნაში. მოსწავლეებმა შეძლეს სრულყოფილად ზედსართავი სახელების გამოყენება წინადადებაში და პერსონაჟების დახასიათება.

წერილი მასწავლებელს ✅

Image
ძვირფასო , მარიკა მასწავლებელო! ეს წერილი არის პასუხი იმ სითბოსა და სიკეთეზე, რაც თქვენ გაქვთ ჩვენს მიმართ. მე ამ წერილით მინდოდა გამომეხატა ჩემი ღრმა მადლიერება ყველაფრისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებთ. სწავლებისადმი თქვენი ერთგულება სცილდება სახელმძღვანელოებსა და გაკვეთილების გეგმებს. თქვენ გაქვთ უნიკალური უნარი შთაგვაგონოთ მოტივაცია მოგვცეთ ჩვენ, არა მხოლოდ აკადემიურად, არამედ როგორც ინდივიდუალურად. თქვენი გულწრფელი ზრუნვა თითოეულ ჩვენგანზე, ხდის ჩვენს კლასს მეორე სახლად - უსაფრთხო ადგილად, სადაც შეგვიძლია ვისწავლოთ, გავიზარდოთ და განვითარდეთ. ინგლისურისადმი თქვენი გატაცება გადამდებია და ეს აშკარაა იმით, თუ როგორ აცოცხლებთ თითოეულ გაკვეთილს და სიყვარულს სწავლისადმი. თქვენი განსაკუთრებული სწავლების უნარის გარდა, ეს არის თქვენი ურყევი მხარდაჭერა და წახალისება, რომელიც ნამდვილად გამოგარჩევთ. თქვენ გჯერათ ჩვენი მაშინაც კი, როცა საკუთარ თავში ეჭვი გვეპარება. საქმე არ არის მხოლოდ იმაზე, თუ რას გვასწავლით კლასში; საუბარია იმ ღირებულებებზე, რომლებსაც თქვენ ნერგავთ ჩვენში - სი...

საერთაშორისო სემინარი

Image
  2024 წლის 9-11 სექტემბერს, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, eTwinning პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა საერთაშორისო სემინარი "კეთილდღეობა სკოლებში". სემინარში მონაწილეობდნენ ქართველი და ევროპის 14 ქვეყნის მასწავლებლები. მათ შორის იყო კონკურსის საფუძველზე შეჩეული ინგლისური ენის მასწავლებელი: მარიკა ჩხაპელია სემინარის ფარგლებში დაიგეგმა eTwinning პროექტები და მათი განხორციელება დაიწყება მიმდინარე წლის ოქტომბრიდან.

eTwinning-ის პროექტებში საუკეთესო მასწავლებელთა დაჯილდოება

Image
    მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით eTwinning-ის, 2024 წლის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება, რომელიც წლის აქტივობების შ ეფასებასა და სამომავლო გეგმების დასახვას დაეთმო, ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ გახსნა. შემაჯამებელ კონფერენციაზე, პროგრამის ფარგლებში მომზადებული ახალი რესურსების პრეზენტაცია მოეწყო, მათ შორის: „საერთო სასკოლო კეთილდღეობის დიდი წიგნი“, რომელიც აერთიანებს საუკეთესო პრაქტიკებსა და რესურსებს მასწავლებელთა და მოსწავლეთა კეთილდღეობის გასაძლიერებლად; ევროპის საბჭოს რეკომენდაცია ციფრული მოქალაქეობის შესახებ, რომელიც განათლების განვითარებისა და ხელშეწყობისკენ არის მიმართული და მიზნად ისახავს ციფრული მოქალაქეობის საკითხების გააქტიურებას. კონფერენციაზე ვიდეომიმართვით წარდგა აჰმეტ მურატ ქილიჩი, ევროპის საბჭოს ციფრული ტრანსფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელი, რომელმაც კონფერენციის მონაწილეებს გააცნო 2025 წლის ევროპის წლის თემა, რომელიც ციფრულ მოქალაქეობას მიეძღვნება. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს საზოგად...

საერთაშორისო კონფერენცია

Image
    მე-9 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში. საკონფერენციო თემა “გენდერული თანასწორობა”. მასწავლებელი: მარიკა ჩხაპელია კონფერენციის ორგანიზატორი გუნდი: საქართველოს მასწავლებელთა საზოგადოება Teachers Community Georgia არის ადგილი, სადაც საგანმანათლებლო საზოგადოების წარმომადგენლები მზად არიან გამოცდილების გასაზიარებლად, შთააგონებენ ერთმანეთს ახალი იდეებით და იბრძვიან ხარისხიანი განათლების დანერგვისთვის.

English Language Day

Image
  ინგლისური ენის დღე (English Language Day) აღინიშნება ყოველწლიურად 23 აპრილს. ეს თარიღი შეირჩა უილიამ შექსპირის დაბადებისა და გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით. შექსპირი ხომ ინგლისური ლიტერატურისა და კულტურის ერთ-ერთი უდიდესი ფიგურაა. ინგლისური ენის დღის მიზანია გაავრცელოს ინფორმაცია ენის ისტორიის, კულტურისა და განვითარების შესახებ, ასევე ხელი შეუწყოს მრავალენოვნობის, კულტურული მრავალფეროვნების და ენების სწავლის მნიშვნელობის გააზრებას.