კლუბის რეფლექსია 2019 წლის




                კლუბის რეფლექსია

   კლუბის “ English club  ჩამოყალიბდა სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინიციატივით. ახალი სასაწავლო წლის დაწყებისთანავე დავიწყე ამ იდეის განხორციელება. პირველ რიგში გავაკეთე განცხადება რათა ყველა დაინტერესებული პირისთვის ყოფილიყო ინფორმაცია ხელმისაწვდომი, შემდეგ შევადგინე სამუშაო გეგმა და პირველ საინფორმაციო შეხვედრაზე გავაცანი მოსწავლეებს. ამავე შეხვედრაზე ავირჩიეთ კლუბის ლიდერი, შევარჩიეთ კლუბის ლოგო და სახელწოდება  ( „English club”) . კლუბის სლოგანია: “ Learner today, Leader tomorrow”. კლუბი შეხვედრებს განაგრძობდა

ყოველ ოთხშაბათს  2  საათზე.   კლუბში გაწევრიანებულია 10 მოსწავლე.

    კლუბის მიზანია მოსწავლეებში ინგლისური მეტყველების უნარის განვითარება, პრეზენტაციების კეთება და  მისი წარდგენა. მოსწავლეთა საკლუბო მუშაობაში აქტიური ჩართვა, მათი ცნობიერების ამაღლება ინგლისური ენის მიმართ. თანამშრომლობითი , აქტიური უნარ-ჩვევების , კომუნიკაციის , ლოგიკური აზროვნების , მსჯელობის , დამოუკიდებელი აზროვნების , შემოქმედებითი და კრეატიული აზროვნების განვითარება. თითოეულ შეხვედრაზე  მოსწავლეები ეცნობიან მათვის საინტერესო და სახალისო თემებს. მიმდინარეობდა ტექსტის კითხვა, ანალიზი, შესაბამისი ლექსიკური ერთეულის შესწავლა . პრეზენტაციის შესწავლა და წარდგენა. მოსწავლეები დიდ ინტერეს იჩენდნენ შეხვედრის დროს.

    კლუბის შეხვედრის დროს დაიგეგმა სხვადასხვა ღონისძიებები: „მადლიერების დღესასწაული“ , „ ახალი წელი საქართველოსა და ამერიკის ქვეყნებში“ , „დედის დღე“,

შეიქმნა კედლის გაზეთი თემაზე: „ AFRICAN ANIMALS”,  „ უილიამ შექსპირის ბიოგრაფია და  შემოქმედება“. 

     გამოყენებული რესურსები წარმოდგენილი იყო წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახით. ( ფილმები, მარკერები, პროექტორი, დაფა, ფერადი ფურცლები, მარკერები, ფლიფჩარტი, კომპიუტერი). გეგმაში შევიტანე მრავალფეროვანი აქტივობები, რათა

უფრო მოტივირებულები ყოფილიყვნენ და თითოეული  მათი  შეხვედრა უფრო მეტად აქტიური ყოფილიყო და მეტი ინიციატივა გამოეჩინათ სხვადასხვა აქტივობების მიმართ.  კლუბის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე  გამოყენებულ იქმნა ისეთი მეთოდები როგორიცაა: კითხვა-პასუხი, გონებრივი იერიში, ჯგუფური მუშაობა.

     საკლუბო მუშაობის სამოქმედო გეგმა   2018-2019 სასწავლო წლის 1-ლი და მე-2 სემესტრის განვათავსე ჩემს ბლოგზე. კლუბის მუშაობის დასკვნით  ეტაპზე მოსწავლეებისა და მათი მშობლების მიერ შეჯამდა კლუბის მუშაობა, როგორც ზეპირად ,  ასევე  წერილობით.  წინასწარ შედგენილი ანკეტური გამოკითხვის მიხედვით, მოსწავლეებმა და მშობლებმა შეავსეს დადებითად.  გამოთქვეს სურვილი , რომ აღნიშნული საკლუბო მუშაობა  გაგრძელდეს მომავალშიც.

      ასეთმა შეხვედრებმა მათ,  გამოუმუშავათ  გუნდური  პრინციპი: „ერთი ყველასათვის ,   ყველა ერთისთვის“.  ყველაზე მეტად  აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ისწავლეს ფუნქციების გადანაწილება და დროის დაცვა.

      ნამდვილად შემიძლია აღვნიშნო, რომ სწავლის საბოლოო მიზანი მიღწეულია,

რადგან შედეგი თვალსაჩინოა :

·       გააუმჯობესეს მოსმენის სტრატეგიები.

·       გამოუმუშავდათ ხმამაღალი კითხვის ელემენტარული უნარ-ჩვევები.

·       მოსწავლეებმა შეძლეს სტრატეგიების გამოყენება , ნაწერის დახვეწა-გაუმჯობესების  მიზნით.

·       მოსწავლეებმა შეძლეს ლექსიკური მარაგის გამდიდრება.

·       მოსწავლეებმა შეძლეს მარტივ ინტერაქციაში  მონაწილეობა.

·       მოსწავლეებს გამოუმუშავდათ ელემენტარული უნარ-ჩვევები და შეძლეს მათი გამოყენება.

·       მოსწავლეებმა შეძლეს რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.

·       მოსწავლეებმა გამოიჩინეს ტოლერანტული დამოკიდებულება უცხოენოვანი

ქვეყნის და სოციოკულტურული თავისებურებების მიმართ.

·       მოსწავლეებმა შეძლეს თანამშრომლობითი უნარ-ჩვევის განვითარება.





     საკლუბო მუშაობის დროს ხშირად მიწევდა გეგმის შეცვლა და აქტივობების გადანაცვლება, რადგან ზოგჯერ ზოგიერთი მოსწავლე ვერ ართმევდა თავს

სასაწავლო აქტივობებში აქტიურ ჩაბმას. შევეცდები  მომავალში შევცვალო

ან ჩავანაცვლო და გამოვიყენო უფრო ქმედითი და შემოქმედებითი აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს  მოსწავლის გააქტიურებას  და ჩართვას ინტერაქციაში.

Comments

Popular posts from this blog

"Spelling Bee"

The eTwinning Project "Robin Hood and Modern Heroes"

კონფერენცია-ფესტივალი