eTwinning-ის პროექტებში საუკეთესო მასწავლებელთა დაჯილდოება
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით eTwinning-ის, 2024 წლის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება, რომელიც წლის აქტივობების შეფასებასა და სამომავლო გეგმების დასახვას დაეთმო, ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ გახსნა.
„საერთო სასკოლო კეთილდღეობის დიდი წიგნი“, რომელიც აერთიანებს საუკეთესო პრაქტიკებსა და რესურსებს მასწავლებელთა და მოსწავლეთა კეთილდღეობის გასაძლიერებლად;
- ევროპის საბჭოს რეკომენდაცია ციფრული მოქალაქეობის შესახებ, რომელიც განათლების განვითარებისა და ხელშეწყობისკენ არის მიმართული და მიზნად ისახავს ციფრული მოქალაქეობის საკითხების გააქტიურებას.
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ვორკშოპებში, რომლებიც მოიცავდა ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა:
- დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები;
- ხელოვნური ინტელექტის როლი განათლებაში;
- კლიმატის ცვლილებები და მისი გავლენა საზოგადოების განვითარების პროცესებზე.
ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ 2024 წლის განმავლობაში eTwinning-ის პროექტებში აქტიურად ჩართული მასწავლებლები მათ შორის სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მარიკა ჩხაპელია.
Comments
Post a Comment