პროექტები


პროექტ-გაკვეთილი პროექტის სახელწოდება - „საახალწლო ტრადიციები საქართველოსა და მსოფლიოში“ პროექტის აქტუალობა - საქართველოს ტრადიციების სრულყოფილად გაცნობა , როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციებს სხვადასხვა ხერხებით (ინტერნეტით, წიგნებით). მოიძიებენ მათთვის საჭირო ინფორმაციებს , როგორც ქართულ ენაზე ასევე ინგლისურ ენაზე. პროექტის მიზნები- მოსწავლე შეძლებს:  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას;  ჯგუფურ მუშაობას;  გაეცნოს სააღდგომო ტრადიციებს და მოახდინოს შედარება, იპოვოს მსგავსება და განსხვავება ტრადიციებს შორის საქართველოსა და მსოფლიოში და ამისთვის გამოიყენოს ვენის დიაგრამა;  ინტერვიუს ჩატარებას;  პრეზენტაციას; საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასაწავლო სასაწავლო გეგმასთან კავშირი :  უცხოენოვანი ქვეყნის კულტურის გაცნობა;  ენობრივი უნარ-ჩვევები;  საგნობრივი უნარ-ჩვევები; .პრუცხოენოვანი უცხ.დაწყ.(II).11. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნასწავლი სოციოკულტურული კონტექსტების ერთმანეთთან შედარება, პარალელების გავლება უცხო და მშობლიური კულტურის ფენომენებს შორის; უცხ.დაწყ.(II).12. მოსწავლემ უნდა შეძლოს თანატოლებთან და მასწავლებელთან ერთად სხვადასხვა ტიპის პროექტის დაგეგმვა და განხორციელება; უცხ.დაწყ.(II).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა, რამდენიმე წინადადებიანი მონოლოგის წარმოთქმა. მოსალონდელი შედეგები - მოსწავლეებს განუვითარდებათ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. იმუშავებენ ჯგუფურად და გაუზიარებენ გამოცდილებას. ასევე, დაინაწილებენ ფუნქციებს. აუმაღლდებათ ცნობიერება ტრადიციებთან დაკავშირებით. შექმნიან ჯგუფურად კედლის გაზეთებს და საინფორმაციო ბუკლეტს გააცნობენ მიღებულ ინფორმაციებს დამსწრე-საზოგადოებას. გაიაზრებენ ტრადიციების მნიშვნელობას , მათ მსგავსება- განსხვავებებს და შეადარებენ ერთმანეთს. გააკეთებენ პრეზენტაციებს და შეაჯამებენ. პროექტისთვის საჭირო რესურსები - ინტერნეტი, პროექტორი, თვალსაჩინოებები რომლებიც წინასწარ არის მომზადებული. ფორმატის ქაღალდი. კომპიუტერი. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები)  კლასი დაიყოფა ორ ჯგუფად ;  თოთოელ ჯგუფს დაევალა სხვადასხვა აქტივობები;  ინტერვიუები, პრეზენტაციების შექმნა, ბუკლეტის დამზადება, კედლის გაზეთი ორივე ჯგუფისთვის და გამოფენის მოწყობა;  ერთი ჯგუფი ისაუბრებს სააღდგომო ტრადიციებზე ხოლო მეორე მსგავსება-განსხვავაებებზე; პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი) მარიკა ჩხაპელია ხელმძღვანელის ელ. ფოსტა - CHKHAPELIAMARIKA@GMAIL.COM პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი

Comments

Popular posts from this blog

"Spelling Bee"

The eTwinning Project "Robin Hood and Modern Heroes"

კონფერენცია-ფესტივალი